ჯოზეფ ბორელი საქართველოშია
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
ბორელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.
დღესვე, 19:30 საათზე ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ბრიფინგს გამართავს.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს შეხვედრას, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს. ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.
გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ასევე, გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ინფორმაციის თანახმადვე, ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით საშუალებას მისცემს განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.