კახაბერ ქემოკლიძე - 19-20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალურ მოძრაობას" (და აწ უკვე "ოცნების" თუთიყუშებს) ცივი წყალი გადაესხა
19-20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით ენმ-ს (და აწ უკვე ოცნების თუთიყუშებს) ცივი წყალი გადაესხა., - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიასთან დაკავშირებით თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, მოიგო სახელმწიფომ, ხოლო პოლიტიკურად წააგო "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ".
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, მოიგო სახელმწიფომ, ხოლო პოლიტიკურად წააგო "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ".
"ახლა ოცნება “ბორძიკობს” - ორი წლის თავზე მელია სწორად დავაკავეთ აი სტრასბურგის გადაწყვეტილებაო. სინამდვილეში სტრასბურგმა თქვა, რომ:
1. მელია დასაკავებელი იყო, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ორგანიზატორი იყო;
2. 20 ივნისის ამბავზე სახელმწიფო იყო მართალი ინსტიტუციაზე შტურმის აღკვეთის კონტექსტში;
3. სტრასბურგის გადაწყვეტილებით ოცნება როგორც მმართველი პარტია “გადარჩა” სახელმწიფო გადატრიალებას. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ გახარია გადადგა და ის სიგიჟე (სისხლისღვრა) რასაც აპირებენენ პირველ შევარდნაზე არ და ვერ განხორციელდა;
4. სტრასბურგის გადაწყვეტილებით მოიგო სახელმწიფომ, პოლიტიკურად წააგო ენმ-მა და ოცნებამ!
End of Story", - წერს ქემოკლიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.