Jump to content
Planeta.Ge

უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ორ დასახლებაში უკრაინის დროშა აღმართეს


ქვედანაყოფ „ფოლადის საზღვრის“ მებრძოლებმა ხარკოვის ოლქის ორ სოფელში, სტროევკასა და ტოპოლიში უკრაინის დროშა აღმართეს.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული დასახლებები რუსეთთან საზღვარზე, ე.წ. ნაცრისფერ ზონაში მდებარეობს.

„ხარკოვის ოლქის დეოკუპაციის შემდეგ, ნაღმების გამო ამ ტერიტორიაზე არავინ შესულა, მაგრამ ახლა მესაზღვრეებმა უსაფრთხო გზა გაკვალეს და უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს“, - აცხადებენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...