გიორგი შარაშიძე - მოვუწოდებ კალაძეს სასწრაფოდ დაიწყოს აღნიშნული შენობის მაღალი სართულების დემონტაჟი, შეასრულოს პირობა, რომ ამ ადგილას მხოლოდ 2-3 სართულიანი მცირე ტერასული ნაგებობა აშენდებოდა!
"კალა მერმა თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ოპოზიციას ხალხის შეცდომაში შეყვანა დააბრალა, ხალხს აჯერებენ, მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულიაო. ამ ფოტოს კიდევ ერთხელ კარგად შეხედე კალა მერო და რასაც თბილისს დ ამ შემთხვევაში ტვერელის ტაძარს უკეთებთ ერთგვარი კი არა, სწორედაც რომ უდიდესი დანაშაულია, რაზეც აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება!
მოვუწოდებ თბილისის მერს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები აღნიშნული შენობის მაღალი სართულების დემონტაჟის დასაწყებად და იმ პირობის შესასრულებლად, რაც პირადად გასცა, რომ ამ ადგილას მხოლოდ 2-3 სართულიანი მცირე ტერასული ნაგებობა აშენდებოდა!"
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.