აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს
აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
თავდაცვის დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის აღჭურვილობა, დამატებით საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, 81 მმ ნაღმმტყორცნი ჭურვები და 120 მმ გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვები Abrams ტანკებისთვის.
გარდა ამისა, პაკეტში შევა TOW რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 კომპლექსები, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 3 მილიონ ტყვიაზე მეტი, ტაქტიკური აერონავიგაციური სისტემები, დაცული კავშირის ტაქტიკური სისტემები.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.