ბექა ლილუაშვილი - არც ერთ წერილზე, რომელიც ეხებოდა შოვის ტრაგედიას, პრემიერ ღარიბაშვილს პასუხი არ გაუცია. ასევე არ გაუცია პასუხი არც ერთ მინისტრს სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც ჩვენ დავსვით და რომლებზეც პასუხის გაცემა, წესით - სავალდებულოა!
"პაპუაშვილი ბიუროს სხდომაზე: " საპარლამენტო მუშაობაში, არის საზედამხედველო მექანიზმები და პარლამენტის წევრებმა, მიმართოთ ღია კითხვებით შესაბამის უწყებებსო და მიიღოთ პასუხები-ო"
ბატონო შალვა, მოგმართავთ საჯაროდ: თქვენ, არ გამოიყენეთ შესაძლებლობა 12 რეკომენდაციის შესრულებისას, რეალურად გაგეძლიერებინათ პარლამენტის ზედამხედველობა, მაგალითად "პარლამენტის წევრის კითხვაზე" პასუხის დაგვიანებისას დაგეწესებინათ პასუხისმგებლობის რაიმე მექანიზმი! ეხლა კი ცდილობთ საზოგადოებას აჩვენოთ, რომ მოქმედი მექანიზმები რეალური და შედეგიანია.
არც ერთ წერილზე, რომელიც ეხებოდა შოვის ტრაგედიას, პრემიერ ღარიბაშვილს პასუხი არ გაუცია. ასევე არ გაუცია პასუხი არც ერთ მინისტრს სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც ჩვენ დავსვით და რომლებზეც პასუხის გაცემა, წესით - სავალდებულოა!
ცრუობთ! როდესაც საზოგადოებას ასაღებთ ამ მექანიზმების გამოყენების მიზანშეწონილობას!"
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.