Jump to content
Planeta.Ge

შალვა კერესელიძე - ცალ-ცალკე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბევრად უფრო ეფექტური იქნება და  ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება (ვიდეო)


“ორივე მიმართულება - სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგები.
ამ ორი უწყების გაერთიანების მიზანი იყო ოპტიმიზაცია, ხარჯების შემცირება, მობილურობა, უფრო ეფექტური მართვა და ნაკლები ბიუროკრატია, მაგრამ რეალურად ეს შედეგი არ დამდგარა, იმიტომ, რომ ოპტიმიზაციის კუთხით ხარჯების არანაირი შემცირება არ გამოუწვევია, თუ არ ჩავთვლით, რომ უბრალოდ ორი მინისტრის ნაცვლად ერთი მინისტრია და ერთი უწყებაა. ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით შედეგი არ ყოფილა, მობილურობის კუთხით შედეგი არ ყოფილა, ბიუროკრატიის აპარატის კუთხით შედეგი არ ყოფილა.
საბოლოოდ კი შედეგად მივიღეთ, რომ ორი მნიშვნელოვანი უწყება გაერთიანდა, გახდა ძალიან დიდი მონსტრი, რომლის მართვა რეალურად გაპრობლემდა.
აღნიშნული უწყებების დაყოფა მნიშვნელოვანია, რადგანაც ცალ-ცალკე ეს ორი სამინისტრო ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგემება.”




შალვა კერესელიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 



ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/KereselidzeShalva/videos/964618511263325/

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...