Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა” ფაქტობრივად „ოცნებას”დაეხმარა იმაში, რომ ამ კვირას, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა კენჭისყრაზე საკითხი, ჩავარდება, რადგან 50 დეპუტატის ხმა არ ექნება


„ნაციონალური მოძრაობა” ფაქტობრივად „ოცნებას”დაეხმარა იმაში, რომ ამ კვირას, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა კენჭისყრაზე საკითხი, ჩავარდება, რადგან 50 დეპუტატის ხმა არ ექნება.

 

 ჩვენ საგამოძიებო კომისიას, როგორც სიმართლის დადგენის ინსტრუმენტს კი არ ვეწინააღმდეგებით. “ნაციონალური მოძრაობის” ამ დროს, ამ მოცემულობაში, ამ ფორმით დაყენებული საგამოძიებო კომისია ვერ დაადგენს ვერანაირ სიმართლეს და რატომ?
პირველი- შემოიტანეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მაშინ, როცა რიგგარეშე სხდომაც კი არ მოუწვევიათ. დღეს კი “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიმდინარე კვირის დღის წესრიგში შეეტანა საგამოძიებო კომისიის განხილვის საკითხი, როცა იცის და ათი დღით ადრე იცოდა, რომ პარლამენტში, პირველ კვირაში საკმარისი ოპოზიციური ხმები არ იქნება, დეპუტატები არ იქნებიან წარმოდგენილები მიმდინარე სასესიო კვირაში.


 ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება ამ უმძიმეს ტრაგედიას, იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს, უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან.”


ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის წევრი, დეპუტატი

374772577_613320584314253_4251317840021430915_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...