Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი, მაშინ როცა ჯერ კიდევ გარდაცვლილებს ვეძებდით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მორალურად გაუმართლებელ ქმედებად მიგვაჩნდა (ვიდეო)


“საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი, მაშინ როცა ჯერ კიდევ გარდაცვლილებს ვეძებდით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მორალურად გაუმართლებელ ქმედებად მიგვაჩნდა.


 მაშინ, როცა საპარლამენტო ბერკეტები გამოუყენებელი გაქვს, საგამოძიებო კომისიის შექმნა ფორმალურ-სამართლებრივადაც გაუმართავია.


 ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენ გვინდა ეს თემა პოლიტიკური მდგენელისგან იყოს სრულად დაცლილი.


 ხვალ კენჭისყრაზე ამ საკითხის გამოტანა არის პირდაპირ ოცნების თამაში, რომ შოვის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიას ამ ხელისუფლების პირობებში არ ჰქონდეს პერსპექტივა.


 ჩვენ არასდროს გამოგვირიცხავს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ვამბობთ, რომ ყველა ბერკეტი ამოვწუროთ, ყველა კითხვაზე მივიღოთ პასუხი, მათ ჯერ კიდევ აქვთ ამის ვადა. მოვუსმინოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ინტერპელაციის გზით წარდგება პარლამენტში. თუ სხვა შესაძლებლობა არ დაგვრჩა, რომ სიმართლე დავადგინოთ, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყენოთ საგამოძიებო კომისია.”


ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის"  აღმასრულებელი მდივანი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...