პარლამენტმა ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა, დავით სერგეენკოს - არა
პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ კენჭი უყარეს უმრავლესობის დეპუტატების – დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა დავით სერგეენკოს დეპუტატის მანდატი არ შეუწყვიტა, მაგრამ 68 ხმით მხარი დაუჭირა ქეთევან დუმბაძისთვის ულფებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შეუთავსებელია პარლამენტის წევრის თანამდებობასთან.
რაც შეეხება დავით სერგეენკოს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა იმ მიზეზით სურდა, რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.