ოკუპირებულ აფხაზეთში ინალ არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია ე.წ. მინისტრის ინალ არძინბას გადადგომის შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, რომ უწყების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ინალ არძინბას გადადგომის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, თავის გუნდს განუცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს და რუსეთში ბრუნდება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.