Jump to content
Planeta.Ge

ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვა, ირმა ხეცურიანმა კი – ბრინჯაო


სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები.

ტურნირზე ქართველი პარამოფარიკავეები ორ დისციპლინაში, რაპირასა და ხმალში გამოვიდნენ. 2 სექტემბერს ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 3 სექტემბერს კი ხმლით ასპარეზობაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში იაპონელ და იტალიელ მეტოქეებს მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც პოლონელ კინგა დროჟდთან 9:15 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა კორეელი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი უნგრელ მეცო ბოლგარკასთან 9:15 წააგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასპარეზობისთვის გოგონები მწვრთნელმა – მალხაზ მესხმა მოამზადა.

მსოფლიო თასის გათამაშება 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ნუცა ყაველაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...