Jump to content
Planeta.Ge

ინალ არძინბამ თანამდებობა დატოვა – აფხაზური ტელეგრამ არხი


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, აფხაზურ ტელეგრამ არხ D News Abkhazia- ცნობით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არძინბას გადადგომა, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია ოფიციალურ უწყებებს.

ასევე, არაოფიციალური ცნობების შესაბამისად, ინალ არძინბა მოსკოვში, უკრაინის მიმართულებით, რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში სამუშაოდ ბრუნდება.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებს. თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან არძინბა აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს “საქართველოს მიმართულებით” მუშაობის შემთხვევაში, რამდენჯერმე დახურვით დაემუქრა.

ინალ არძინბა სოხუმში 1990 წელს დაიბადა, თუმცა მისი საქმიანობა რუსეთს უკავშირდება. ინალ არძინბა მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-ის ქვეყნებთან სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მიმართულებით; ასევე, 2018 წელს მოსკოვის საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...