ვის შეხვდება ბორელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევრკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტმებრს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯოზეფ ბორელი საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესს. ბორელი ქართულ მხარესთან ასევე განიხილავს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი შეხვდება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელთან ერთადაც ერთობლივი პრესკონფერენცია გამართავს.
გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს.
მათივე ცნობით, ბორელი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.