Jump to content
Planeta.Ge

პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი კონფერენციას „პუტინიზმის დამარცხება“


„სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი კონფერენციას „პუტინიზმის დამარცხება“.

„ისინი იქ არამხოლოდ სტუმრებად არიან დაპატიჟებულები, არამედ ეძლევათ ტრიბუნა, რომ საკუთარი რადიკალური დღისწესრიგი გააჟღერონ ასეთი სახით კონფერენციებში, ასევე, რა თქმა უნდა, მონაწილეები არიან ზოგი უცხოელი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით, მაგალითად სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ა.შ. და თავისთავად ისეთი ადამიანებისთვის და პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომელთაც აქვთ რადიკალური დღისწესრიგი და აწარმოებენ დეზინფორმაციას, ტრიბუნის მიცემა არის მიუღებელი და ჩვენ ამის ლეგიტიმაციას ვერ მოვახდენთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ორდღიანი კონფერენცია, რომლის მთავარი თემებია ომი უკრაინაში, ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი და პუტინიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება, ოფიციალურად დღეს გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეები გუშინ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...