ნათია მეზვრიშვილი - "ოცნების" პროგრამა მინიმუმია, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით პრეზიდენტი გააფორმოს, როგორც კონსტიტუციის და ევროინტეგრაციის პროცესის დამრღვევი - უარი მას დააბრალოს, სტატუსის მიღება - არ გაუნაწილოს
ვფიქრობ, ოცნების პროგრამა მინიმუმია საკონსტიტუციო სასამართლოს (რომელიც დიდი ხანია აღარ არის დამოუკიდებელი) მეშვეობით პრეზიდენტი გააფორმოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი, რომ სტატუსზე უარი მას დააბრალოს, ხოლო სტატუსის მიღება მას არ გაუნაწილოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, სასამართლოს სხვა საკითხებთან ერთად, შესაფასებელი აქვს საჭიროებდა თუ არა პრეზიდენტი მთავრობის თანხმობას იმ პირობებში, როცა ევროინტეგრაცია კონსტიტუციით გაცხადებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია.
"პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს დღეს ოცნება. მომდევნო 1 თვეში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. ოცნებაში შესანიშნავად იციან, რომ საკითხი სამართლებრივად ცალსახა არაა, ვინაიდან კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებაა ყველა ზომის მიღება ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად (მუხლი 78). პრეზიდენტი კი კონსტიტუციური ორგანოა. მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა იმის კეთება, რისთვისაც ევროპაში წავიდა. ვინ ვინ და კობახიძემ იცის, რომ ამ მუხლს ნორმალურ პირობებში დამოუკიდებელმა საკონსტიტუციო სასამართლომ გვერდი არ და ვერ უნდა აუაროს. ნორმალური პირობები არ გვაქვს, მაგრამ მაინც თავს იზღვევენ და ატარებენ ხაზს, რომ „პრეზიდენტი ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებს ევროპაში“. სასამართლოს ასევე შესაფასებელი აქვს (ცალსახა არაა ეს საკითხი) საჭიროებდა თუ არა პრეზიდენტი მთავრობის თანხმობას იმ პირობებში, როცა ევროინტეგრაცია კონსტიტუციით გაცხადებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მომზადების და პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის კენჭისყრის ვადა დროში ემთხვევა ევროკავშირის მიერ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვიდან 2 კვირაში პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.", - წერს მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.