Jump to content
Planeta.Ge

უკრაინელი გენერლის თქმით, რუსეთის პირველი თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეში რუსეთის პირველი თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს. ამის შესახებ განცხადება “ტავრიის” ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, გენერალმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ განაცხადა The Observer-თან.

ტარნავსკის თქმით, ისინი ახლა რუსეთის პირველსა და მეორე თავდაცვით ხაზს შორის არიან. მისი თქმით, მოსკოვში ზეწოლას გრძნობენ, რის გამოც ჯარები ოკუპირებული ტერიტორიების ფრონტის ხაზებიდან გადაანაწილეს — ხერსონიდან დასავლეთით და ლიმანიდან ჩრდილო აღმოსავლეთით.

“მტერი რეზერვებს იხმობს არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ რუსეთიდანაც. თუმცა ადრე თუ გვიან რუსებს ყველა საუკეთესო ჯარისკაცი გამოელევათ. ეს ჩვენ მოგვცემს ბიძგს, რომ უფრო და უფრო სწრაფად შევუტიოთ. ყველაფერი წინაა”, — განაცხადა ტარნავსკიმ.

მისი განმარტებით რუსეთის თავდაცვით პირველ და მეორე ხაზებს შორის დიდი სხვობაა. კერძოდ, მეორე თავდაცვითი ხაზი კარგად აგებული არ არის, რის გამოც უკრაინელები საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილებას შეძლებენ, თუმცა ველი ჯერ კიდევ დანაღმულია.

“რაც უფრო ახლოს ვართ გამარჯვებასთან, მით უფრო რთულდება ის. რატომ? იმიტომ, რომ, სამწუხაროდ ჩვენ ვკარგავთ ყველაზე ძლიერებსა და საუკეთესოებს. ასე რომ, ახლა უნდა ვკონცეტრირდეთ კონკრეტულ არეალებზე და დავასრულოთ საქმე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთული იქნება ის”, — თქვა მან.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...