Jump to content
Planeta.Ge

უილიამ ტეილორი - 2008 წელს ნატო-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით


2008 წელს ნატო-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით, - ამის შესახებ უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა უილიამ ტეილორმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის გაკვეთილი, რომელიც 2008 წლის ომიდან ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გამოიტანოს.

„მოდით, კიდევ ერთი გაკვეთილი გამოვიტანოთ 2008 წლის ომიდან - კიდევ ერთი რამ, რაც მოხდა 2008 წელს, იქამდე, სანამ რუსეთი საქართველოში შეიჭრებოდა, ნატოს სამიტი იყო. ნატს ამ სამიტზე, ბუქარესტში, ჩვენ გვახსოვს, რომ ქართველებმა და უკრაინელებმა მოითხოვეს MAP-ის მინიჭება და ალბათ, გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იმ დროს, ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა. აქედან გამომდინარე, 2008 წლის ომიდან გამომდინარე, ჩემთვის გაკვეთილია, რომ ნატო-ს სამიტს უნდა მიენიჭებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ი და ჩვენ დღეს ომში არ ვიქნებოდით“, - განაცხადა უილიამ ტეილორმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...