ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რეზნიკოვის შემცვლელი რუსტემ უმეროვი იქნება.
მისივე თქმით, მომდევნო კვირაში პარლამენტს შესთავაზებენ მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება.
"გადავწყვიტე უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე საზოგადოებასთან. ახლა სამინისტროს უხელმძღვანელებს რუსტემ უმეროვი. უმაღლესი რადა კარგად იცნობს ამ ადამიანს და არც ბატონი უმეროვი საჭიროებს დამატებით წარდგენას. ველოდები, რომ რადა მხარს დაუჭერს ამ კანდიდატურას. შემოდგომა - გაძლიერების დროა", - განაცხადა ზელენსკიმ.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.