5 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
5 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგს ხვალ ბიურო განსაზღვრავს.
საშემოდგომო სესიის ფარგლებში რამდენიმე სახელმწიფო უწყების საქმიანობის ამსახველი ანგარიშის მოსმენა იგეგმება - მათ შორის არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში. ასევე მოუსმენენ ომბუდსმენს.
საშემოდგომო სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა შოვის სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედია იქნება, რაზეც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში ინიცირებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, ხოლო ინტერპელაციის წესით პლენარულ სხდომაზე დაბარებულია შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.
საშემოდგომო სესიაზე გავა პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი, რა პროცესსაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ „ქართული ოცნების" უმრავლესობა იწყებს.
საშემოდგომო სესიის ფარგლებში ჩანიშნული იქნება "მინისტრის საათის" ფორმატები.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.