Jump to content
Planeta.Ge

რუსებმა ოდესაზე თავდასხმა განახორციელეს - უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 22 დრონი გაანადგურა


რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილს Shahed-136/131 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმა განხორციელდა პორტის ინფრასტრუქტურაზე, დაშავებულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

„3 სექტემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა Shahed-136/131-ის უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის რამდენიმე ტალღა განახორციელეს სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. სულ დაფიქსირდა 25 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც ოდესის ოლქის სამხრეთ რაიონებს დაესხნენ თავს", - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 25 დრონიდან 22 გაანადგურეს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...