თბილისის მერია - ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა დღეს კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა - ხარვეზი დღის ბოლომდე აღმოიფხვრება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა დღეს კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა.
უწყების ცნობით, ხარვეზი დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.
„დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა.
პრობლემაზე მუშაობა მყისიერად დაიწყო. ხარვეზი დღის ბოლოს სრულად იქნება აღმოფხვრილი და ბარათების მფლობელები მგზავრობისას მათ გამოყენებას ჩვეულებრივ შეძლებენ.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი პრობლემისთვის!“,- ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.