ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მოწვევები გაუქმდა
ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მოწვევები გაუქმდა.
ამის შესახებ განცხადებას ნობელის ფონდი ავრცელებს.
ნობელის ფონდის ინფორმაციით, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა ელჩის მოწვევის გადაწყვეტილებამ მხურვალე რეაქცია გამოიწვია.
„ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად და სწორად ვთვლით, რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ ღირებულებები და მესიჯები, რომლებსაც ნობელის პრემია იცავს“, - წერია განცხადებაში.
მათი თქმით, სწორედ ამიტომ წინა წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა უფლებადამცველებს უკრაინიდან, ბელარუსიდან და რუსეთიდან.
„გვესმის ძლიერი რეაქცია შვედეთში, რომელმაც მთლიანად გადაფარა ეს მესიჯი. ამიტომ ნობელის ფონდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რეგულარული პრაქტიკიდან წინა წლის გამონაკლისი გაიმეოროს - არ დაპატიჟოს ელჩები რუსეთიდან, ბელარუსიდან და ირანიდან სტოკჰოლმში ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე,” - წერია განცხადებაში.
ამავდროულად აღინიშნება, რომ ყველა ელჩი დაპატიჟებული იქნება ოსლოში დაგეგმილ ცერემონიაზე, როგორც აქამდე ხდებოდა.
პალიტრა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.