ანა ბუჩუკური - „ოცნების” გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე, პირველ რიგში, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს მიზანმიმართულად უქმნის საფრთხეს და მეორე მხრივ, პოლარიზაციას უწყობს ხელს (ვიდეო)
„ოცნების” გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე, პირველ რიგში, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს მიზანმიმართულად უქმნის საფრთხეს და მეორე მხრივ, პოლარიზაციას უწყობს ხელს.
ევროინტეგრაციის პროცესი ერთი მხრივ “ოცნებისთვის” არის არასასურველი, რადგან მათი მმართველობის ფორმა შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. მეორე მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” თვლის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებამ შესაძლოა გაამყაროს “ოცნების” ძალაუფლება. შესაბამისად, საქმე გვაქვს პროცესთან, სადაც ორივე პარტიას აქვთ ინტერესთა თანხვედრა - მათ კანდიდატის სტატუსი არ უნდათ.
ამასთან, როცა პოლარიზებაზე გვაქვს საუბარი, ესეც ორივე პარტიის ინტერესშია. “ნაცმოძრაობასაც” და “ოცნებასაც” სურს, 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ამ ორ პარტიას შორის ჰქონდეს არჩევანი.
გვახსოვს, როდესაც მურუსიძის კლანის გასაძლიერებლად სასამართლოში “ოცნებას” ხმები აკლდებოდა, ეს ხმები მათ „ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუმატა. ამას არც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში გამოვრიცხავთ.
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.