Jump to content
Planeta.Ge

წლევანდელი ზაფხული რუსი დამსვენებლების დიდმა ნაწილმა აფხაზეთში გაატარა


მიმდინარე ზაფხულს საზღვარგარეთ დასვენება რუსეთის დაახლოებით 5-მა მილიონმა ადამიანმა აირჩია. როგორც რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია წერს, ეს რაოდენობა 37%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება თურქეთი და აფხაზეთი იყო.

ტურისტული ბაზრის ექსპერტების წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიონი რუსი ტურისტი აფხაზეთში ჩავიდა, რაც 25%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს.

 

როგორც ირკვევა, მათი ნახევარი სასტუმროებში ტურ-ოპერატორების მეშვეობით განთავსდა, ხოლო დანარჩენი წილი დამოუკიდებელ ტურისტებზე მოდის.

მიმდინარე სამ თვეში, აფხაზეთში მოგზაურობის საშუალო ღირებულებამ დაახლოებით 335 დოლარი შეადგინა ერთ ადამიანზე ფრენის გარეშე 9 ღამის განმავლობაში, ხოლო დაახლოებით 800 დოლარი ერთ ადამიანზე ფრენის ღირებულების ჩათვლით.

რაც შეეხება ფასებს, აფხაზეთის კურორტებზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის ზაფხულში, გასულთან შედარებით, დაახლოებით 5-დან 15%-მდე შეადგენდა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, რუსები წელს ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ეგვიპტეს, ტაილანდს, შრი-ლანკას, მალდივებსა და სეიშელის კუნძულებს სტუმრობდნენ.

 

 
eka-darchiashvili-1649832571.jpg
ავტორი:
ეკა დარჩიაშვილი

bpn.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...