"ნებისმიერი ტრანსპორტით, ევროპისკენ" - გიორგი გახარიას კომენტარი პრეზიდენტის ფოტოზე
"ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
- კობახიძის ამ განცხადებას წინ უძღოდა სალომე ზურაბიშვილის წასვლა ევროპაში, ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მან უნდა ისაუბროს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათ სალომე ზურაბიშვილისთვის თანხმობა არ მიუციათ.
ირაკლი კობახიძის განცხადებას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მალევე მოჰყვა პრეზიდენტის რეაქცია. ზურაბიშვილმა "ინსტაგრამის" გვერდზე ქვემოთ მოცემული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ ზურაბიშვილი მატარებელშია და მშვენიერ ხასიათზეა.
ფოტოს არაერთი კომენტარი მოჰყვა და კომენტარების ავტორებს შორის არის პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. ის მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტს და წერს:
"ნებისმიერი ტრანსპორტით, ევროპისკენ!"
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი გახარიამ ვიდეო მიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.
ambebi.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.