ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ახალი უკრაინული იარაღის მოქმედების დიაპაზონი 700 კილომეტრია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული იარაღის მოქმედების დიაპაზონი 700 კილომეტრია.
"სამთავრობო და სამხედრო თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე ფრონტზე და ჩვენს შეტევით ოპერაციებზე გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენი ახალი უკრაინული იარაღის დიაპაზონი ახლა 700 კილომეტრია. ჩვენი ამოცანაა ამ რიცხვის გაზრდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რა სახის იარაღზეა საუბარი, ან სად და როდის გამოიყენეს ის.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.