Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღიძრა


უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღძრა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის ბავშვთა ინტერესების დაცვის და ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იულია უსენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებები მოიცავს „მკვლელობას, დასახიჩრებას, ბავშვების გატაცებას, იძულებით გადაადგილებას, დეპორტაციას, და ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობას". უსენკომ განმარტებით, სავარაუდო დანაშაულები "ხშირად შერწყმულია წამებასთან და თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან".

იულია უსენკოს ინფორმაციით, პროკურორებმა დოკუმენტურად დააფიქსირეს 75 ბავშვი, რომლებმაც რუსული ძალების მიერ სხვადასხვა სახის წამება განიცადეს. ამასთან, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 13 სავარაუდო შემთხვევაზე და ამ ბავშვებიდან ყველაზე პატარა 4 წლის გოგონა იყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ, უფლებადამცველმა ჯგუფებმა, საერთაშორისო ორგანოებმა და საინფორმაციო ორგანიზაციებმა რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი დააფიქსირეს. რუსეთი ბრალდებებს გამუდმებით უარყოფს.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...