Jump to content
Planeta.Ge

გახარია - ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ - პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს


პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„„ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამდენიმე რამეს. ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ პარტია „საქართველოსთვის“ იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს.

გარდა ამისა, მინდა, თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა „ოცნებაში“. მინდა, მათ ვკითხო, როგორ ფიქრობთ, 2012 წელს, გამარჯვების შემდგომ რატომ არავის არ მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და დღეს რატომ აყენებს ვიღაც საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც დიდი წვლილი გვაქვს მიღებული?“ – განაცხადა გახარიამ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...