Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - „ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებს იყენებს, თუმცა ისევე როგორც 2012 წელს, 2024 წლის არჩევნებზეც ამას საზოგადოება აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს (ვიდეო)


“დღეიდან, „ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად ქცევა და ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურისგან უშუალოდ მის დაქვემდებარებაში არსებულ, ახლადშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცა, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.


მისი თქმით,  „ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალ რასაც ური მოძრაობის“ მეთოდებს იყენებს, რასაც, ისევე, როგორც 2012 წელს, 2024 წლის არჩევნებზეც  საზოგადოება აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს.

 
"ყველას კარგად გვახსოვს, 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი, იუსტიციის იმჟამინდელი მინისტრის - ზურაბ ადეიშვილის მიერ მართული ეს ინსტიტუცია რა რეპრესიულ ღონისძიებებს ატარებდა იმჟამად ოპოზიციაში მყოფი „ოცნების“ მიმართ.
დღეს, „ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებს იყენებს, თუმცა ისევე როგორც 2012 წელს, 2024 წლის არჩევნებზეც ამას საზოგადოება აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს”.
ეს ორი პოლიტიკური ძალა უკვე არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან: 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ქურდავდა თბილისის ბიუჯეტს თავისი აქტივის დასაფინანსებლად, ისევე როგორც დღეს ამას, ზუსტად იმავე მეთოდებით, „ოცნება“ აკეთებს.
“ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი, პოლიტიკური კორუფციის, ამომრჩევლის მოსყიდვის და პარტიის ბიუჯეტის ე.წ. „შავი ფულით“ შევსების გზით. 25 აგვისტოს, თბილისის საკრებულოს მიერ პროექტების დაჩქარებულად დამტკიცება „ოცნების“ დეპუტატების, მათი ოჯახის წევრების, პარტიის შემომწირველების და პარტიასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირების სასარგებლოდ, აღნიშნულის ნათელი დასტურია.
„ოცნების“ ხელისუფლებას ვპირდებით, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით შექმნილი ყველა კორუფციული სქემა აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს, ისევე როგორც დაუსჯელი არ დარჩება არჩევნების პროცესში სახელმწიფო ინსტიტუციების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიულ მანქანად გამოყენება.
ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული” - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

371887268_611708671142111_4807608587382593121_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...