Jump to content
Planeta.Ge

უკრაინული წყაროების თანახმად, მოსკოვის ოლქში დრონით შეტევა შედეგიანი იყო


უკრაინის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ მოსკოვის მერის დღევანდელ განცხადებას მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიების შესახებ.

წყარომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ დრონმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და ხანძარი გრძელდება „ტომილინსკის ელექტრონული ქარხნის“ საამქროში.

 

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დღეს დილით, ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს მოსკოვში დრონის შეღწევა და ის მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში მოიგერიეს. სობიანინი წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ არავინ დაშავებულა და არც არაფერი დანგრეულა.

სობიანინის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის ამ რაიონში გაანადგურეს „თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი". რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში გაუქმდა, ან გადაიდო 60-ზე მეტი ავიარეისი.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...