Jump to content
Planeta.Ge

დმიტრო კულება - რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება.

მისივე თქმით, სექტემბერი შავი ზღვის ინიციატივასა და მშვიდობის ფორმულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვე გახდება.

„ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს მომავალში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. და ეს, თითქმის ბოლო შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ გავარკვიოთ, დაუბრუნდება რუსეთი ინიციატივას თუ არა“, - განაცხადა კულებამ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, პარალელურად უკრაინა ალტერნატიული საზღვაო გზის განვითარებას განაგრძობს.

„ახალი მარშრუტის მიხედვით, უკრაინის პორტებიდან გამოსული გემები, მყისვე რუმინეთის ტერიტორიულ წ####ბში შედიან. ამ დერეფნით უკვე 2-მა უკრაინულმა გემმა ისარგებლა“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...