Jump to content
Planeta.Ge

ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი - მოუთმენლად ველი პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას


გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შეპსი პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

„მოუთმენლად ველი ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც კაცებთან და ქალებთან მუშაობას და პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის გაგრძელებას", - აცხადებს გრანტ შეპსი.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გრანტ შეპსი უკრაინას ენერგეტიკის მინისტრის რანგში სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში მან რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული ელექტროსადგური მოინახულა და დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს ხსოვნის კედელთან პატივი მიაგო.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...