Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკი: ათასობით ადამიანი ქრთამის გზით წავიდა საზღვარგარეთ, მოხელეები პასუხს აგებენ


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ათასობით ადამიანი ქრთამის და სამხედრო-სამედიცინო კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით საზღვარგარეთ წავიდა და რომ მექრთამეებს პასუხს მოსთხოვენ.
ზელენსკიმ ამის თაობაზე ვიდეომიმართვაში თქვა 30 აგვისტოს.
„ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამხედრო-სამედიცინო კომისიების შემოწმება, სამართალდამცავები მალე დაასრულებენ მუშაობას. უკვე არსებობს რამდენიმე დასკვნა“ - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „აუცილებელია შემოწმდეს ინვალიდობისა და სამხედრო სამსახურისთვის უვარგისობის შესახებ სამხედრო-სამედიცინო კომისიების გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა 24 თებერვლის შემდეგ. შესაბამისი სტატისტიკა დღეს ეროვნულ უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოზე წარადგინეს. არის შემთხვევები, როცა გასული წლის თებერვლის შემდეგ სამხედრო-სამედიცინო კომისიების გადაწყვეტილებით ათჯერ გაიზარდა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის რაოდენობა“.
ზელენსკის თქმით, სრულიად ნათელია, რომ ეს იყო კორუფციული გადაწყვეტილებები, რასაც მოწმობს სისხლის სამართლის საქმე სამხედრო-სამედიცინო კომისიების და სამედიცინო ექსპერტიზის თანამშრომლების წინააღმდეგ. მან დაასახელა ასევე თანხა, 3-დან 15 ათას დოლარამდე, რომლის მიცემა ქრთამის სახით იყო საჭირო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სხვადასხვა ფორმებისთვის.
ზელენსკის თქმით, ცალკე გააანალიზებენ საზღვარგარეთ იმ წასულთა სიას, რომლებმაც ქვეყნის დატოვება მოახერხეს კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით, კერძოდ, მათი გადაწყვეტილების დახმარებით, ვინც „უკვე დაიჭირეს ქრთამის აღებისთვის“.
 
ზელენსკის თანახმად, ლაპარაკია „მინიმუმ ათასობით ადამიანზე“.
აგვისტოს დასაწყისში, კორუფციასთან მებრძოლი უწყების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ნოვიკოვმა განაცხადა, რომ სააგენტომ დაიწყო 1795-დან 135 სამხედრო კომისარიატის მეთვალყურეობა უკრაინაში. 8 აგვისტოს გამოძიების უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უწყება იძიებს 112 საქმეს ტერიტორიული რეკრუტირებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრების თანამდებობის პირების წინააღმდეგ, 15 ბრალდება უკვე სასამართლოებს გადაეცა.
11 აგვისტოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მათ გადაწყვიტეს ყველა რეგიონული სამხედრო კომისრის თანამდებობიდან დათხოვნა.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...