Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა ნინო ლაცაბიძეს ტყუილში ამხელს


უკვე მერამდენე შემთხვევაა, რუსთავის მერი - ნინო ლაცაბიძე ატარებს ბრიფინგს, სადაც რუსთავის საკრებულოში ოპოზიციას მიზანმიმართულად მოიხსენიებს კოლექტიურად, კოალიციურად და “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას ჩვენს პარტიას აკისრებს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა წერს.

მისი თქმით, რაც შეეხება ერთ-ერთი კომისიის სხდომის მოწვევას, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ვალდებულება, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს.
 
"კოალიცია მე ვიცი ისეთი, “ქოცებმა” და “ნაცებმა” ერთად რომ გაუზარდეს რუსთაველებს დასუფთავების მოსაკრებელი, მაშინ არ მახსენდება, “რუსთაველებზე მზრუნველ მერს” ბრიფინგი ჩაეტარებინა. 
რაც შეეხება კონკრეტულად საკითხს, რომელიც შეეხება ერთ-ერთი კომისიის სხდომის მოწვევას, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ვალდებულება, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს.
ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა უკვე რამდენჯერმე მოუწოდეს “ნაციონალურ მოძრაობას” კომისიის სხდომის ჩანიშვნისკენ!
იმედს ვიტოვებთ, სხდომის დროული ჩანიშვნით ეს საკითხი ამოიწურება!", - წერს ბერდია სიჭინავა. 


ცნობისთვის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ოპოზიციურ გაერთიანებას რუსთავის განვითარების შეფერხებაში ადანაშაულებს. ქალაქის მერი აცხადებს, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ამჯერად ქალაქში 100 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება ჩერდება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...