ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის საჰაერო თავდაცვას უკრაინული დრონების აღმოჩენა და განადგურება უჭირს
უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული გუშინდელი მასშტაბური შეტევის შემდეგ, მოსკოვი სავარაუდოდ, თავის საჰაერო თავდაცვას გადახედავს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
„ამ უპილოტო საფრენი აპარატებიდან ბევრმა მიზანს მიაღწია, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას უჭირს მათი აღმოჩენა და განადგურება. რუსეთი, სავარაუდოდ, გადახედავს თავის საჰაერო თავდაცვის პოზიციას უკრაინასა და მოსკოვს შორის ტერიტორიაზე, რათა უკეთ გაუმკლავდეს ამ თავდასხმებს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.
უწყების შეფასებით, პსკოვისა და სოლცის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები ადასტურებს, რომ აქვს დრონები, რომლებსაც მნიშვნელოვან მანძილზე წვდომის უნარი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ადრინდელი რეაგირება დარტყმებზე, შეიძლება ეფექტური აღარ იყოს. „სავარაუდოდ, რუსეთს მოუწევს, განიხილოს საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატება აეროდრომებზე, რომლებიც, მისი აზრით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის ქვეშ არიან“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ ქვეყნის 6 რეგიონში დრონებით თავდასხმა განხორციელდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, გუშინდელი თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე დიდი თავდასხმა იყო ომის დაწყების შემდეგ.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.