ჩინეთმა ახალ ოფიციალურ რუკებზე რუსეთის ტერიტორიები „მიისაკუთრა“ – მედია
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გამოუშვა რუკების ოფიციალური კომპლექტი, რომელთა გამოყენებაც რეკომენდებულია მედიისთვის. ამ რუკებზე პეკინის მოკავშირე რუსეთის კუთვნილი ტერიტორიები აღნიშნულია ჩინეთის ტერიტორიად, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი მედია „ინსაიდერი“.
რუკაზე ჩინეთს მიაკუთვნეს დიდი უსურიისკის კუნძული, რომელიც მდინარე ამურზე მდებარეობს. 2008 წლის შეთანხმებით იგი რუსეთმა და ჩინეთმა გაიყვეს, თუმცა რუკებზე ის სრულიად ეკუთვნის ჩინეთს.
ინდოეთის შემთხვევაში, ჩინეთის კუთვნილებადაა ნაჩვენები არუნაჩალ-პრადეშის რეგიონი და დოკლამი, რომელიც ქვეყნებისთვის სადავო ტერიტორიას წარმოადგენს.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოხატა. ოფიციალურ მოსკოვში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
რუკები გამოქვეყნდა დიდი ოცუელის სამიტამდე თითქმის ორი კვირით ადრე – ღონისძიება 9-10 სექტემბერს, ინდოეთშია დაგეგმილი. რუსეთს სამიტზე წარადგენს სერგი ლავროვი, საერთაშორისო ძებნაში მყოფი ვლადიმერ პუტინის ნაცვლად.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.