Jump to content
Planeta.Ge

თბილისში წვიმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება 25 000 აბონენტს შეუწყდა - რამდენ მომხმარებელს არ მიეწოდება დენი ამ დრომდე


fbIconAlt.png
prntIcon.png
 

გუშინ, 29 აგვისტოს თბილისში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები დაზიანდა ელექტროსადენები.

შედეგად, 25 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

“თელასის" მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მომხმარებელთა დიდ ნაწილთან პრობლემა აღმოფხვრილია. რჩება 5 600 აბონენტი, რომელსაც ამ დრომდე არ მიეწოდება დენი. მათივე ინფორმაციით, ელ.მომარაგება თბილისში სრულად 14:00-მდე აღდგება.

 

 

 
tamar-mukbaniani-1600691867.jpg
ავტორი:
თამარ მუკბანიანი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...