რუსეთმა კიევზე მასიური თავდასხმა განახორციელა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქალაქი დაიბომბა ფრთოსანი რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით. მომხდარის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა სამი. ასევე, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.
„ასეთი ძლიერი თავდახსმა კიევს გაზაფხულიდან არ განუცდია. მოწინააღმდეგემ ჩაატარა მასიური, კომბინირებული შეტევა დრონებისა და რაკეტების გამოყენებით“, – აცხადებს სერგეი პოპკო, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, ჩამოგდებულია 28-ვე ფრთოსანი რაკეტა და 16-დან 15 დრონი.
შევჩენკოს რაიონში რაკეტების ნამსხვრევების დაცემის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი – საწარმოს დაცვის წარმომადგენლები, აღნიშნავს პოპკო.
უკრაინის საგანგებო სამსახურების ცნობით, კიევში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და გაჩაღდა ხანძრები, თუმცა მათი ლიკვიდაცია ოპერატიულად მოხერხდა.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.