მე დღეს საქართველოში ვიყავი... გმირის დაკრძალვა.
Curáe leves loquúntur, ingentés stupent
ქუთაისის ხარების ეკლესიაში გმირი ესვენა...
იყო სიწყნარე მიუხედავად საკმაოდ დიდი რაოდენობა მოსულებისა და ჩამოსულებისა ....
თავი უცხოდ არ მიგრძვნია თუმცა ამ ადამიანებს აქამდე არ შევხვედრივარ....
ჭირისუფალი უაღრესად თავაზიანად და ღირსეულად ხვდებოდა მოსულებს...
თითქმის არაფერი იყო სათქმელი ყველამ ყველაფერი იცოდა, ყველას ესმოდა ვისთან იყვნენ მოსულები
გამოსამშვიდობებლად.....
აქ არ იყვნენ უცხოები .....
ეს კითხვა ჰაერში ტრიალებდა და არ დასმულა იქ მყოფთა შორის ხმამაღლა...
ერთი საძვალე დაენანათ ქართველი გმირისათვის საქართველოში...
არ ითქვა იმერული ღირსების და ზრდილობის გამო................
ხოლო იქ ყოფნისას მე საქართველოში ვიგრძენი თავი, რომელიც კარგა ხანია არ მინახია არ მიგრძვნია.
დაღუპულმა ქართველმა გმირმა ისიც მოახერხა რომ სიკვდილის შემდეგაც კი საქართველო დაგვანახა იქ მისულებს....
დაგვანახა ის საქართველო სადაც გმირებისათვის საძვალე არ ენანებათ....
ჩვენ კი ეტყობა გუშინ და ხვალ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით და ვიცხოვრებთ,
მე კი დღეს საქართველოში ვიყავი.
Curáe leves loquúntur, ingentés stupent
25 Dec 2014, 22:13
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.