Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    40
  • comments
    0
  • views
    170.567

ვიღაცამ კუკურის ბუდეს გადაუფრინა.....


KLINGON

1.997 views

blog-0067424001444488366.jpgურფინჯუსი(ურფინჯუს8(ფორუმ.გე-ზე)-ს ნიკით დაწერილი ტექსტები რომელსაც კლინგონის ნიკით ვაგრძელებ.

 

არადა ღირდა ამდენი გვამის გაცოცხლება?

 

 

საათი კი რამდენიც გინდა ქოქე მაინც უკან მიდის, დრო არა საათი...

 

გარეთ კი: ხოდორი გამოვიდა, სილვიო შევიდა(ან შევა).

 

არქეოლოგები გაოცებით ათვალიერებენ წულუკიანის თავის ქალას

(კოფეინის სიჭარბე და იოდიზირებული მარილის დეფიციტი...)

 

თვალებს ისევ აკვესებს მაგრამ რა გინდა აზრის ნატამალიც აღარაა.

(ეს სიმართლეა სინდროფ სავოკნო თუ ფანტაზია..).

 

ვინ იცის რამდენ კალანდას უგულებელყოფილმა მშიერმა კობამ

 

გაუსაძლისი ჭყვიტინი შეწყვიტა(რაღაც სასწაულები კიდევ ხდება წარსულში).

 

გარესპქტაბელურობის მოლიპულ გზაზე შემდგარმა ქუცუნაშვილმა,

 

სენიორ კარტოფილის

 

ნაცვლად სენიორ პომიდორის ტიტული მოირგო

(ახალ ქუდთან ერთად(მსოფლის ფრიკები ტირიან)).

 

ტოკიოში აუსტერლიცის მოედანზე მოეწყო ელდარო-ლუკას ტატამზე დაწერილი კოანების

 

პრეზენტაცია სათაურით:

 

"როგორ უნდა გაალახვინო უმოწყალოდ თავი,

 

რომ ვაჟკაცურად გამარჯვებული გამოხვიდე"

 

 

ქუჩებში შურიძიების ბრმა ფაშატზე ამხედრებული ქეთი დოლიძე და ბოსელია პატრულირებენ,

(ნინელამ აკორდი შეასრულა და დემბილზე გავიდა).

 

კრიტიკოსები შეთანხმდნენ:

ლეოპოლდ ფონ ზახერ მაზოხას ნაწარმოების პროტოტიპი,

 

ბერიკაშვილის ასულია

(კუკურის ცხენის ინაგურაციიდან გადმოხატულია)

 

როდესაც უსუფას ხურალში მოსკოვი-ერევანის მატარებლის გაშვებაზე ალაპარაკდნრნ:

 

ძიძიგურს ხელი აუტოკდა(არა, ეს ლა პონტოს ცალხელა გმირის

ხმლის ვადის ძებნა არ იყო გადასახადების აკრეფის დროს

რომ ემართებოდა ხოლმე, ქვრივოხერთა დასაცავად)

ისე უბრალოდ ძველი წიკი იყო რელსების ხსენებაზე.

 

სადღაც ბურუსში მაინც ტივტივებს ვასიოკ ტრუბაჩოვის ინკარნაცია

 

ლაშა ჩხარტიშვილის აჩრდილი....

 

ლიკანმა კი ბორჯომს თავში ჩაარტყა

(ეს ამბავი ალფა გრუპმა კიდევ კარგი არ იცის).

 

 

ქუთათურებს ვიღაც დაქირავებული ტაშისმკვრელები დღესაც მოუწოდებენ

 

დერას უფასო კონცერტზე დასწრებას

(ირონიია კუკური რწყილებს ატყავებს, დერა უფასოდ მღერის..)

 

აქუბარდიას ბუტკაში ისევ რიგია:

 

რეალობის დაკოდვის მსურველებისა და უბრალოდ გრამატიკის უსაშველოდ დამმახინჯებლებისათვის.

 

მსოფლიოს აღარ ყავს მუამრო სამაგიეროდ საქართველოს ყავს კუკური(სულის მეოხად, ბნელის ყადაღად)...

 

 

 

 

აღარავის გონია თავი კომეურნეობაში,

ვინაიდან მართლა კოლმეურნეობაში არიან.....

 

 

არადა ღირდა ამდენი გვამის გაცოცხლება?

 

ვიღაცამ კუკურის ბუდეს გადაუფრინა.....

 

და ამცნო კუკურის: "შენ ჭირდები საქართველოს!"

 

 

ოდესმე გაიღვიძებს გონი შემთხვევით და მიხვდება რომ:

ის ვიღაცა რომელმაც კუკურის ბუდეს გადაუფრინა,

 

 

თვითონ კუკური იყო....

 

 

ნაწყვეტი პუნიკური ომებიდან:

 

 

........თავიდან ასე არ იყო ურჩობს ოსტატის წარწერა მისი აზრის წინააღმდეგ,

მაგრამ ვინაიდან გონს ძინავს, ასეა დღეს! და ეს დღეს ბევრი ეონია დღეს... .....

რამეთუ აზრი ძილი, უაზრობაც ძილია,

ოღონდ უფრო თავმდაბალი, უპეტენზიო,

წვერა თეოსის მოძულე პატარა ძილია.

აზრს გონია რომ დრო გადის რადგან ქვეშაგები–ისტორია ცვდება ახლების მოლოდინში.

ხოლო ჩაქელილი ქვეშაგების ცვლა აზრს ეპოქა გონია და ამაყობს რომ დროსთან ერთად მოძრაობს.

 

 

და ბოლოს! რადგან ოდესღაც(როგორც აღიშნა ოსტატმა სტელაზე)

 

გონი იყო აზრის გარეშე რაღაც მართლა იყო, მას მარადისობა ერქვა სადაც დრო არ გადიოდა...

.რამეთუ დროს არ გააჩნდა დასაწყისი.

 

 

 

 

სწორედ ამ საპასუხისმგებლო სადარაჯოზე სადაც სიფხიზლე ერთადერთ მოცემულობა და აუცილებლობა იყო..

..ჩაეძინა ადამიანს.

 

 

 

 

ამიტომაცაა,

რომ ბევრი ეონის მანძილზე აზრი დარჩა გონის გარეშე და იგი ძილშია, აი რატომ გადის დრო!

 

 

 

არადა ღირდა ამდენი გვამის გაცოცხლება?

 

 

საათი კი რამდენიც გინდა ქოქე მაინც უკან მიდის, დრო არა საათი...

 

 

 

პ.ს. წარსულში კოპლებიანი კვერცხები ფრანკეშტეინს

 

რატომღაც

 

გაცოცხლებულ კარლოფის გვამს ეძახდნენ.

არადა ფრანკეშტეინი კუკური იყო მაშინ..

 

რადგან საათი უკან მიდის "მაშინ" და "იყო" აღარ არსებობს....

 

არსებობს მხოლოდ ეხლანდელი დრო როდესაც საათი უკუღმა მუშაობს....

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...