გიორგი შარაშიძე - "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პროკურატურაში დღეს შეტანილი განცხადება კენჭისყრის პროცედურის დარღვევით ჩატარებაზე, "ოცნებას" პასუხისმგებლობიდან გაქცევაში დაეხმარება
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პროკურატურას მასტაბურ სამშენებლო პროექტებზე პოლიტიკური კორუფციის ნიშნით გამოძიების დაწყებისკენ მოვუწოდეთ!
რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ პროკურატურაში დღეს შეტანილ განცხადებას კენჭისყრის პროცედურის დარღვევით ჩატარებაზე, მიგვაჩნია, რომ მაშინ, როცა ოცნებას დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბების კომპლექსური კამპანია, რომლის შემადგენელ ნაწილს თბილისში დაგეგმილი სამშენებლო პროექტებიდან უკანონო გზებით პარტიის არაფორმალურო საარჩევნო ყულაბის შევსება წარმოადგენს, ნებისმიერი სხვა მოთხოვნა, რაც ოცნებას მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაში დაეხმარება, მიუღებელი და გაუმართლებელია.
ჩვენი გუნდის მთავარ ამოცანად უპირველესად პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენს, რასაც აუცილებლად გავაგრძელებთ თანმიმდევრული და გაბედული ნაბიჯებით!
ოცნების დეპუტატების მორალური სახე ისედაც კარგად იხილა მაყურებელმა ტვ პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში...
სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, დღეს თუ სამართლებრივად რამე გამოსაძიებელია, ეს პირველ რიგში ამ სამშენებლო პროექტების კორუფციული სქემებია.
კენჭისყრის პროცედურული დარღვევით ჩატარებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნა კი ოცნებას მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანასა და პასუხისმგებლობისგან გაქცევაში უფრო დაეხმარება, ვიდრე პირიქით, რის გამოც ამ პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებთ.
იმედია, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას!"
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.