Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ელექტრონული ხმის მიცემა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტი ვერ იქნება - არჩევნები არჩევნების დღეს დიდი ხანია არ ყალბდება


ელექტრონული ხმის მიცემა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტი ვერ იქნება - არჩევნები არჩევნების დღეს დიდი ხანია არ ყალბდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.


მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ახლახანს დაადასტურა, რომ არ გადაუდგამთ არც ერთი ნაბიჯი არჩევნებზე „შავი ფულის“, ანუ პოლიტიკური კორუფციის და ამომრჩევლის მოსყიდვის კონტროლისთვის. ასევე, "ჩვეული მანიპულაციით" აუდიტის სამსახურის ანტი-კორუფციულ ბიუროში გადატანა,  ევროკავშირის რეკომენდაციით ახსნა.


"რეალობა არის შემდეგი:
არჩევნებზე „შავი ფულის“ ფაქტების გამოსაძიებლად უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიურო ს ა გ ა მ ო ძ ი ე ბ ო ფ უ ნ ქ ც ი ი თ. ევროკავშირის მე-4 რეკომენდაცია იყო ყველა ძირითადი ანტი-კორუფციული ფუნქციის თავმოყრა, ელიტური კორუფციის ეფექტიანად გამოსაძიებლად. ირაკლი კობახიძეს რომ დავუჯეროთ, აუდიტის სამსახური „ძირითად ანტი-კორუფციულ ფუნქციაში“ გადის და საგამოძიებო სამსახური არა, რაც აბსურდია.
სინამდვილეში დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნა (ანუ ევროკავშირის რეკომენდაციის რეალურად შესრულება) საარჩევნო კორუფციის გამოსაძიებლად არ შედიოდა მმართველი პარტიის მიერ 2024 წლის არჩევნების გაყალბების ინტერესში. აუდიტის სამსახურის გადატანაც ანტი-კორუფციულ ბიუროში ამ მოტივაციით მოხდა - არა ევროკავშირის რეკომენდაციის სულისკვეთებით, არამედ მმართველი პარტიის ინტერესით პარტიის ბიუჯეტის შევსება „შავი ფულით“ გააგრძელოს და კორუფცის დამალვა პრემიერის მიერ დანიშნული ანტი-კორუფციული ორგანოს ხელმძღვანელით გადააზღვიოს. ამის კარგი მაგალითია თბილისის საკრებულოს მიერ ე.წ. „ატკატების“ სანაცვლოდ მოქალაქეთა სიცოცხლისთვის რისკის შემცველი პროექტების დამტკიცება ხელისუფლების წარმომადგენლების და მათთან დაახლოებული პირებისთვის.
ამიტომ ვერ იქნება ელექტრონული ხმის მიცემა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტი - არჩევნები არჩევნების დღეს დიდი ხანია არ ყალბდება.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...