ანა ბუჩუკური - ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა-მოლდოვას რომ ახსენებენ, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს
ის, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა-მოლდოვას ახსენებენ და საქართველო ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ანა ბუჩუკური წერს.
მისი თქმით, ოცნების წარმომადგენლების მტკიცება, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ომში ყოფნის გამო მიიღო, არის მორიგი უსუსური მცდელობა ამით პასუხისმგებლობა ირიდებენ თავიდან.
"კანდიდატის სტატუსი მიიღო მოლდოვამაც და ახლა უკვე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებს. ქვეყანამ, რომელიც არათუ ომში არ არის, არამედ რომელთან შედარებითაც საქართველო დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით წლების განმავლობაში იყო ბევრად მოწინავე პოზიციებზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან მკაფიო მინიშნება საქართველოს მიერ საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობას და რეკომენდაციების შეუსრულებლობას.
სწორედ ეს არის ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომელზეც პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.", - წერს ბუჩუკური.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.