ონის მერის მოადგილე - სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში ხორციელდება - 31 გარდაცვლილიდან 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს, კიდევ 2 ადამიანს კი ვეძებთ
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად 2 დაღუპულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და 2 ადამიანს ისევ ეძებენ.
„სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს უშუალოდ სტიქიის ზონაშიც და მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. დღეისთვის 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე, 2 ადამიანს ვეძებთ“, - განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.