ონის მერის თქმით, შოვში ამ დრომდე ეძებენ 2 მცირეწლოვანს
ონის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ 2 მცირეწლოვანს.
ჟურნალისტებთან საუბარში ხიდეშელმა თქვა, რომ სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში. მისივე ცნობით, ამ დროისთვის მაშველებმა იპოვეს 31 დაღუპული, რომელთაგან 29-ის უკვე იდენტიფიცირებულია.
ხიდეშელი დასძენს, რომ სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება.
„ჩვენი ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანის ძიება მიმდინარეობს,“ – აცხადებს ონის მერი.
3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელსაც სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე გრძელდება ადამიანთა სამძებრო სამუშაოები.
25 აგვისტოს მონაცემებით, რაჭაში ნაპოვნია სტიქიის 31 მსხვერპლის ცხედარი, მათგან იდენტიფიცირებულია 29. დარჩენილია იმ 2 ადამიანის იდენტიფიცირება, რომლებიც მაშველებმა 24 აგვისტოს იპოვეს, მათგან ერთი ზრდასრული მამაკაცია, მეორე — მოზარდი.
Netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.