მაია სანდუ - უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უკრაინაში ან მოლდოვაში არ გაჩერდება
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი უკრაინაში ან მოლდოვაში არ გაჩერდება.
მოლდოვის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ უკრაინას მალე მეტი მხარდაჭერა ექნება, რათა ქვეყანამ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს და „ჩვენ ამ გიჟური ომის დასასრული ვნახოთ“.
შეგახსენებთ, მოლდოვა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყანა უკრაინას ესაზღვრება და რუსეთთან სერიოზული დაძაბულობა აქვს, განსაკუთრებით პრორუსულ სეპარატისტულ დნესტრისპირეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით, სადაც რუსული ჯარები არიან განლაგებული.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.