Jump to content
Planeta.Ge

რწმუნებულის მოადგილე - შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა შეზღუდულია - გეოლოგები შეისწავლიან ვითარებას და კონკრეტულ ღონისძიებას გავატარებთ


ამ წუთისთვის, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა შეზღუდულია,- ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გეოლოგები შეისწავლიან ვითარებას და კონკრეტული ღონისძიება გატარდება.

„მცხეთაში, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანა მხარეს, 200 მეტრის სიმაღლეზე კლდის ფხვიერი მასა ჩამოიშალა, რომელსაც რაიმე დაზიანება, გზის ჩახერგვა, ან შენობის დაზიანება არ მოჰყოლია. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცავი და სამაშველო სტრუქტურის წარმომდგენლები, ასევე ადგილობრივი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ველოდებით გეოლოგებს, შეისწავლიან ვითარებას და კონკრეტულ ღონისძიებას გავატარებთ. ამ წუთისთვის, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლა შეზღუდულია, ასევე, მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. პანიკური ვითარება არ ყოფილა, როგორც კი განხორციელდა კლდოვანი ფხვიერი მასის ჩამოსვლა, მონასტერში მოქალაქეების შემოსვლა შეიზღუდა“,- აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...