უკრაინის საჰაერო ძალები - საბრძოლო მისიის დროს ცნობილი მფრინავი, მეტსახელად „ჯუსი", დაიღუპა
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საბრძოლო მისიის დროს საბრძოლო თვითმფრინავების ცნობილი პილოტი, მეტსახელად "ჯუსი", დაიღუპა.
საჰაერო ძალების ცნობით, ანდრეი პილშჩიკოვი ერთ-ერთია იმ სამი მფრინავისგან, რომლებიც ორი დღის წინ, ჟიტომირის ოლქში მაშინ დაიღუპნენ, როდესაც ორი L-39 საბრძოლო საწვრთნელი თვითმფრინავი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა.
ანდრეი პილშჩიკოვის გარდა დაიღუპნენ მფრინავები: სერგეი პროკაზინი და ვიაჩესლავ მინკა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.