რუსებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი
რუსებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, შეტევის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„ოკუპანტებმა კუპიანსკის რაიონი სოფელი პოდოლი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2, დაიჭრა - 1 ადამიანი“, - წერს სინეგუბოვი.
მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ობიექტი - კაფე დაბომბეს, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებოდნენ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.